weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

COVID-19-ის 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობიდანაა, ხოლო 3-ის წყარო უცნობია

11:42 პარასკევი, 24 ივლისი 2020

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, კიდევ 5 ახალი ინფიცირებული გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან, კერძოდ, გაჩიანიდან არის.

„2 შემთხვავა იმპორტირებულია (ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია), 1 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, 3 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ დღეს კოვიდ-ცენტრებში სულ 214 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირებულების რიცხვის ზრდა ფიქსირდება. ამ საკითხს გუშინ, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე კონტროლდება, თუმცა გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში არსებული მდგომარეობა საყურადღებოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ სოფლებიდან ბევრი მოქალაქე თბილისის და, საერთოდ, ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებსა თუ ბაზრობებზეა დასაქმებული.

„ამიტომ უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევითი, ისევე როგორც ამ სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1104 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 912, ხოლო გარდაცვლილთა - 16. მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერზე Stopcov.ge-ზე არსებული მონაცემებით, დღეს კარანტინის რეჟიმში 5936 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]