სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეჯახების შედეგად დაშავებული 18, 20 და 22 წლის ახალგაზრდები გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. ერთ მათგანს მენჯის ტრავმა ჰქონდა, ორს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.