weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

„კაწროს“ საქმეზე გვარამიამ სიზუსტის პრინციპი დაარღვია - ქარტიის საბჭო

18:40 პარასკევი, 24 ივლისი 2020

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პუნქტი (სიზუსტე) დაარღვია. ეს გადაწყვეტილება ქარტიის საბჭომ მიიღო.

საქმე ეხება ნიკა გვარამიას მიერ 7 ივლისს, პირდაპირ ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიკროავტობუსიდან ჩამოდის და საქმეზე მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს ესაუბრება, შესაძლოა, ავთანდილ ბილანიშვილი, ე.წ. „კაწრო“ ყოფილიყო.

გვარამიას წინააღმდეგ ქარტიას ავთანდილ ბილანიშვილის მეუღლემ, ნათია რუხაიამ მიმართა. მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

ქარტიის საბჭოს სხდომას ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე და „მთავარი არხის“ იურისტები - თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი ესწრებოდნენ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]