weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

COVID-19-ით ინფიცირებული 13 ახალი პაციენტიდან 3 ლილოს ბაზრობიდანაა, 2 სამედიცინო პერსონალია

11:14 შაბათი, 25 ივლისი 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფრომაციით, სამი ახალი პაციენტი ლილოს ბაზრობაზე დაინფიცირდა, ერთი კი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაჩიანში.

„ხუთი პაციენტის შემთხვევა შემოტანილი შემთხვევაა და აქედან ოთხი სატვირთო მანქანის მძღოლია, ერთი შემთხვევა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი შემთხევვა სამედიცინო პერსონალია და ერთ შემთხვევაზე კონტაქტების და წყაროს მოძიებაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, დღეს კოვიდ-ცენტრებში 222 ადამიანი მკურნალობს.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - Stopcov.ge-ზე დღეს განახლებული მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 1117 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 917 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. დღეს კარანტინის რეჟიმში 6 186 ადამიანი იმყოფება.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.​ კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]