weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დევნილთა სააგენტოს განცხადებით, 251 დევნილი ოჯახი თბილისში ბინას მიიღებს

13:19 შაბათი, 25 ივლისი 2020
ფოტოზე - ბესარიონ სიმონიშვილი ფოტოზე - ბესარიონ სიმონიშვილი

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 251 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ერთოთახიანი და სამოთახიანი ბინები გადაეცემა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, მათმა მონიტორინგის ჯგუფებმა 853 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. როგორც სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა განაცხადა, ბინებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. სააგენტომ აღნიშნული ოჯახების სია გამოაქვეყნა შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/32TbZYr

სააგენტო აცხადებს, რომ ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება თბილისში, თამარაშვილის ქ.N15ა-ში, სააგენტოს შენობაში, 27 და 28 ივლისს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]