ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.
წელს გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით განხორციელდება. გამოცდის ჩაბარების მსურველი რეგისტრაციისას შეხედულებისამებრ არჩევს გამოცდაზე გამოცხადების თარიღსა და დროს.
ცესკოს ცნობით, გამოცდის ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთვე შეუძლიათ მიმართონ სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (ცესკოს შენობა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა. სასერტიფიკაციო გამოცდებიც ცესკოს შენობაში ჩატარდება.