weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას არ აღიარებს

10:58 ორშაბათი, 27 ივლისი 2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი თემურ ღვინჯილია, რომელიც ფინანსურმა პოლიციამ საკრებულოს აპარატის თანამშრომელთან ერთად, უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით დააკავა, ბრალს არ აღიარებს. საქმე ეხება აფხაზეთიდან გადმოტანილ დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის ადვოკატმა, ბაჩუკი ყურაშვილმა ადგილობრივ ინტერნეტ-გამოცემა „ლაივპრესს“ უთხრა, ავტომობილში სიგარეტი მეორე დაკავებულმა მოათავსა, რაც თემურ ღვინჯილიასთვის უცნობი იყო. ადვოკატის თქმით, საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ამას თავად ამბობს.

„თემურ ღვინჯილია მაშინ არ იმყოფებოდა. შემდეგ, როცა ბრუნდებოდა, გზად გაუჩერა, საჭეს თემური თავად მიუჯდა და მერე მოხდა მათი დაკავება. აქედან გამომდინარე, ბრალს არ ცნობს და საკუთარ პოზიციას უკვე სასამართლოში დააფიქსირებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თემურ ღვინჯილია და საკრებულოს აპარატის თანამშრომელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილებისას გუშინ, 26 ივლისს, დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

გუშინვე, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარუდგინეს, რაც გულისხმობს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვას, ჩადენილს ჯგუფურად. დანაშაული სასჯელის სახით ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]