„ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობაა. კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო არის გაჩიანი, ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი. ოთხი შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევაა და აქედან ორი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, კოვიდ-ცენტრებში დღეს 240 პაციენტი მკურნალობს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა იყო 24, რომელიც ჩვენთვის თითქოს შემაშფოთებელი იყო. თანდათანობით შემთხვევები მცირდება და რამდენიმე დღეა გვაქვს - 5, 6, 7, 8 შემთხვევა. თუ ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ, რომ მართვადია. ასეთი კონტროლირებადი მატება ქვეყანას რყევებში არ ჩააგდებს. როგორც ვიცით, ორი კლასტერია - ლილოს ბაზრობა და გარდაბანის მუნიციპალიტეტი. იმედი გვაქვს, რომ როგორც დანარჩენი კლასტერები ჩამთავრდა კარგად, აქაც ასე იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე დღეს განახლებული მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმში 6459 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 927-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.