weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2022

გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ მორწმუნეებს რწმენა COVID-19-სგან იცავს – NDI

14:55 სამშაბათი, 28 ივლისი 2020
ფოტო © Mzia Saganelize RFE/RL ფოტო © Mzia Saganelize RFE/RL

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ რწმენა მისი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან იცავს. გამოკითხულთა 38% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 9% კი პასუხობს, რომ „არ იცის“.

დასახლების მიხედვით, აღნიშნულ მოსაზრებას სოფლად გამოკითხულების 56% ეთანხმება. ეს მაჩვენებელი ქალაქებში 53%-ია, თბილისში კი 49%.

ასაკის მიხედვით, იმ გამოკითხულთა შორის, რომელთა ასაკი 35-54 წელია, მოსაზრებას, რომ რწმენა მორწმუნეებს კორონავირუსისგან იცავს, 61% ეთანხმება. 18-34 წლის გამოკითხულებს შორის ეს მაჩვენებელი 45%-ია.

კვლევის თანახმად, მოქალაქეების 73% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.

ამასთან, გამოკითხული მართლმადიდებელების მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ წელს ეკლესიაში სააღდგომო მსახურებას დაესწრო.

NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული გამოკითხვა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]