გუშინდელი დღიდან ბავშვებს დედოფლისწაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეძებდნენ, დღეიდან კი სამძებრო სამუშაოები თბილისშიც დაიწყო.
ერთ-ერთი ვერსიით ბავშვები დედაქალაქში გაემგზავრნენ, სადაც კახა ხატიაშვილის ძმა ცხოვრობს. ინფორმაცია, რომ 15 წლის ბიჭი ორი დღის წინ თბილისში წასვლაზე საუბრობდა, მშობლებმა დღეს შეიტყვეს. ისინი ნათესავებს დაუკავშირდნენ და გაარკვიეს, რომ ბავშვები მათთან არ მისულან.
შსს-ში განაცხადეს, რომ სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.