უწყების პრეს-სამსახურში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ მამაკაცი რამდენიმე დღის წინ დააკავეს და მას ბრალი წარდგენილი აქვს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველ ხუთ თვეში სისხლის სამართლის კოდექსის 137-141 მუხლებით (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ) გამოძიება 120 საქმეზე დაიწყო, საიდანაც 47 გახსნილია.