weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანკისში მურად ქავთარაშვილის სახლი დაცხრილეს

09:23 ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ღამის 12 საათისთვის სროლა იყო პანკისის ხეობის სოფელ დუისში. პანკისის სათემო რადიო WAY-ის ინფორმაციით, ისროლეს მურად ქავთარაშვილის მისამართით, რომელიც თბილისიდან ახალი ჩამოსული იყო და სახლში შედიოდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში მურად ქავთარაშვილის მშობლები იმყოფებოდნენ. სახლს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ასლან მუთოშვილია, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილის ძმაა. ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი არიან დაკავებულები.

სისხლის სამართლის საქმეს თელავის სასამართლო განიხილავს. დაზარალებული მხარის არცერთი წარმომადგენელი სასამართლო პროცესებს არ ესწრება. მუთოშვილების გვარი სისხლის აღებას ითხოვს.

ქავთარაშვილებმა რამდენჯერმე სცადეს მუთოშვილებთან შერიგება, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. სათემო რადიოს ინფორმაციით, პარასკევს, მარხვის დასრულების შემდეგ ქავთარაშვილები მუთოშვილებთან შესარიგებლად კვლავ გეგმავდნენ ხალხის გაგზავნას.

მუთოშვილების წარმომადგენლები მურად ქავთარაშვილს ადანაშაულებდნენ პანკისში შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელობაში. მათივე თქმით, სწორედ მურად ქავთარაშვილი და ამ ჯგუფის სხვა წევრები მონაწილეობდნენ გასული წლის ნოემბერში, საკობიანოსთან მომხდარ დაპირისპირებაში, რა დროსაც ვისო მუთოშვილი მოკლეს. პროკურატურას მურად ქავთარაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიუცია.

პანკისის სათემო რადიო WAY

პანკისის სათემო რადიო მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა. რადიოს ვებგვერდია www.Radioway.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]