ექიმების ცნობით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სამედიცინო დაწესებულებიდან სავარაუდოდ დღესვე გაწერენ.
თავდამსხმელი მიმალვას ცდილობდა, როდესაც სამართალდამცავებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.