ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. ცნობილია, რომ სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ონის მერის წარმომადგენელმა უწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, მელიტონ მეტრეველმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ დაზიანებულია სახლები, ხიდები და უწერამდე მისასვლელი გზა. მძიმე ვითარებაა გლოლასა და გომში, ასევე ჭიორაში, სადაც მდინარე შხიროლი ადიდდა. მდინარე ლათქიშორას ადიდების შედეგად გარესამყაროს არის მოწყვეტილი სოფელი ღები.
ძლიერი წვიმა, რამაც მდინარეების ადიდება გამოიწვია, რაჭაში გუშინ, 28 ივლისის საღამოს დაიწყო. „ენერგო პრო-ჯორჯიას“ განცხადებით, ადიდებულმა რიონმა მაღალი ძაბვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის სამი საყდენი წაიღო. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. კომპანიის განცხადებით, ტექნიკური ბრიგადები გადაადგილებას დაზიანებული გზების გამო ვერ ახერხებენ.
ამ თემაზე:
რაჭაში, სტიქიის ზონაში, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ – მთავრობა