weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რაჭაში, სოფელ ჟამიერეთში ადიდებულმა რიონმა სახლს საძირკველი გამოაცალა

15:14 ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟამიერეთში, ადიდებულმა მდინარე რიონმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

მერის წარმომადგენელმა, ლევან შერაზადიშვილმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ ოჯახი, რომელიც სახლში პერიოდულად ცხოვრობს, სოფლიდან ორი დღის წინ გაემგზავრა. ლევან შერაზადიშვილის ინფორმაციით, ასევე დაზიანებულია სოფელ ნაკიეთში მდებარე ერთ-ერთი სახლი, სადაც წყალი პირველ სართულზე შევარდა.

გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ რაჭაში მდინარე რიონის და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად, 12 სოფელი და 2000-ზე მეტი ადამიანი მოწყვეტილია გარე სამყაროს, დაზიანებულია 10 ხიდი, რამდენიმე ადგილას წაღებულია სამანქანო გზა და ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები. ყველაზე მძიმე მდგომარეობა შოვში, გლოლაში, უწერაში, ღებში, ჭიორაში, ჯინჭვისში, ნაკიეთსა და კიდევ რამდენიმე სოფელშია.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, ხიდებისა და გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენისთვის, ზოგან კი შემოვლითი გზების გაყვანისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია. სუბარის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ჩარჩენილ მოქალაქეებს ვერტმფრენით გამოიყვანენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]