weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სოფელ გლოლადან ვერტმფრენით 30-მდე ადამიანი გამოიყვანეს

16:56 ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლიდან, რომელიც სტიქიის გამო გარე სამყაროს მოწყდა, მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით 30-მდე მოქალაქე გამოიყვანეს, მათგან სამი მცირეწლოვანია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოქალაქეების ნაწილი ადგილობრივია, ნაწილი კი გლოლაში ტურისტულად იმყოფებოდა.

გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ რაჭაში მდინარე რიონის და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად, 12 სოფელი და 2000-ზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა.

მთავრობის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

„ამ დროისათვის, მამისონის 118-ე კილომეტრზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს სამუშაო დამატებითი ტექნიკის გადასასროლად, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს.  

სტიქიის ზონაში მობილიზებულია 12 ერთეული ტექნიკა - ექსკავატორები, ბულდოზერები. საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით ჩაერთვება რეგიონში არსებული 5 ერთეული მძიმე ტექნიკა“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტიქიის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი ავარიულ რეჟიმში მიეწოდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წყალმომარაგების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება.

„არსებული მონაცემებით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად დაზიანებულია სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

გარდა ამისა, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყდენი წაიღო. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. „ენერგო პრო ჯორჯიას“ განცხადებით, გზის სავალი ნაწილის დაზიანების გამო, ტექნიკური ბრიგადები გადაადგილებასა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ჯერ ვერ ახერხებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]