weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარა ჯგუფის აკადემია დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას განახორციელებს

17:29 ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020

აჭარა ჯგუფის აკადემია, კულინარიის სკოლის ფარგლებში, დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას იწყებს, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კულინარიის სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები კულინარიული ხელოვნების მათთვის სასურველ მიმართულებას შეისწავლიან: დამწყები მზარეული ან დამწყები კონდიტერი. შემოსული აპლიკაციებიდან პროგრამისთვის 30 სტუდენტი შეირჩევა.

პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. თეორიულ ლექციებს ქართველი და უცხოელი შეფ-მზარეულები და დარგის სხვა სპეციალისტები წაიკითხავენ, რომლებმაც, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, პედაგოგიური კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გაიარეს.

თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, პროგრამის პრაქტიკული სწავლება თბილისში, ყაზბეგში და ბაკურიანში, აჭარა ჯგუფის სხვადასხვა ობიექტების რეალურ სამზარეულოში გაგრძელდება. როტაციის პრინციპით, პროგრამის მონაწილეები სამზარეულოს ყველა სექციაში მოხვდებიან, სადაც მათ ინდივიდუალურ მენტორობას აჭარა ჯგუფის მზარეულები გაუწევენ. რეგიონებში გადანაწილებისას სტუდენტები საცხოვრებლად განთავსდებიან სასტუმროებში - Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta.

„აკადემია“ აჭარა ჯგუფის საგანმანათლებლო მიმართულებაა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და ამჟამად ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს - სწავლებისა და განვითარების ცენტრსა და კულინარიის სკოლას.

„ხარისხიანი განათლება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, აჭარა ჯგუფში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიით დაინტერესებული დამწყები პროფესიონალებისთვის კარიერული და პიროვნული წინსვლის შესაძლებლობების შექმნა დავისახეთ მიზნად. მოხარულები ვართ, რომ თიბისიც ჩაერთო ჩვენს საგანმანათლებლო პროექტში. ამ მიმართულებით მრავალ მნიშვნელოვან წამოწყებას ვგეგმავთ ერთად“, - ვალერი ჩეხერია, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.

ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსების და ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია.

„თიბისი საიმედო პარტნიორია როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი, ქსელური ტიპის სასტუმროებისათვის როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის წამყვან კომპანიასთან - „აჭარა ჯგუფთან“ თანამშრომლობა და ისეთ ეროვნულ პროექტში ჩართულობა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და ადამიანებისათვის შესაძლებლობის მიცემას - მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება მათთვის საინტერესო სფეროში - ამ შემთხვევაში კულინარიაში. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ თიბისი აღნიშნულ სექტორს არაერთი ინიციატივით უჭერს მხარს იმისთვის, რომ სექტორის ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„აჭარა ჯგუფის“ აკადემიის კულინარიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: academy.adjaragroup.com

R - თიბისის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]