weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსით 79 წლის პაციენტი გარდაიცვალა

09:24 ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020

მცხეთის სამედიცინო ცენტრში 29 ივლისის საღამოს კორონავირუსით 79 წლის პაციენტი გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა, ქალი მათთან 13 ივნისს შეიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო.

„პაციენტი ჩვენთან გადმოყვანილი იქნა დადასტურებული კოვიდ ინფექციით და მიოკარდიუმის მწვანე ინფარქტით. ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები. რამდენჯერმე იყო გულის გაჩერების ეპიზოდი, რომლის აღდგენაც მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ პაციენტი გარდაიცვალა“, - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

გარდაცვლილი პაციენტი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან იყო.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით დაავადების 1155 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 929-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]