weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს

11:03 ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს.

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დგინდება, რომ ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და 29 ივლისს აღნიშნული თანხა გამოართვა.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]