როგორ „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მერაბ მუმლაძე, რომელიც მაღაროში მებიგედ მუშაობდა, დაახლოებით დილის 11 საათზე, მოულოდნელად დაიღუპა.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ჭიათურაში მანგანუმს შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მოიპოვებს.