ადვოკატ ჯიტა გულუას განცხადებით, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
„გოგონა, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულად მოიაზრება, ყვება რომ შარშან ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება დილით მოხდა, თუმცა არ ვიცი, რატომ. ჩვენ უკვე გვქონდა პროკურატურაში განცხადება დაწერილი იმის თაობაზე, რომ ჩემი კლიენტი მზად იყო ყოველგვარი თანამშრომლობისა და ნებისმიერ ინსტანციაში გამოცხადებისთვის“, - განაცხადა ადვოკატმა.
დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველ ხუთ თვეში სისხლის სამართლის კოდექსის 137-141 მუხლებით (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ) გამოძიება 120 საქმეზე დაიწყო, საიდანაც 47 გახსნილია.