weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთი აფხაზეთთან საზღვარს ხსნის

09:29 შაბათი, 01 აგვისტო 2020

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთთან საზღვარს დღიდან, პირველი აგვისტოდან ხსნის. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთში კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების შემდეგ მიიღო.

ოპერატიული შტაბის განცხადებით, აფხაზეთის ინფრასტრუქტურული ობიექტები მზად არიან ტურისტების მისაღებად.

აფხაზეთში კორონავირუსით ჯამში 84 ადამიანი დაინფიცირდა, სამი ადამიანი გარდაიცვალა, 37 გამოჯანმრთელდა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, „როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ტურისტული ადგილების შემოწმებით მიზნით აფხაზეთში 23-დან 26 ივლისამდე იმყოფებოდნენ, მიიჩნიეს, რომ ოკუპირებულ რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უსაფრთხოა. პანდემიის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ რუსეთთან საზღვარი 28 მარტს ჩაკეტა.

რუსეთი დღეიდან საღვრებს სამ ქვეყანასთან - დიდ ბრიტანეთთან, თურქეთთან და ტანზანიასთან ხსნის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]