weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

COVID-19 სატვირთო მანქანის 3 მძღოლს დაუდასტურდა

11:54 შაბათი, 01 აგვისტო 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ სამივე ახალი პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია. ისინი საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოვიდნენ.

„ჩვენს ცენტრს დაემატა ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა. ერთი გახლავთ რუსეთიდან და მეორე აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მდგომარეობის გაუარესება არავისთან არ შეინიშნება“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან კიდევ შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდ-ცენტრებში 245 ადამიანი მკურნალობს.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 1171 შემთხვევა დადასტურდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში 947 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 17 გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6588 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 323.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]