დაშავებულები ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მათაგნ ხუთმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.
ტელეკომპანია „ბორჯომთან“ ქირურგმა დავით გუნდიშვილმა განაცხადა, რომ ერთი პაციენტის – მგზავრი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, მას ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა აქვს და კომატოზურ მდგომარეობაშია.
ერთ-ერთი დაშავებული 11 წლის ბავშვია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავტოავარია დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.