weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

10:11 ორშაბათი, 03 აგვისტო 2020
არქივის ფოტოზე - ბუსა ჟვანია არქივის ფოტოზე - ბუსა ჟვანია

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ბრალდებით ბუსა ჟვანია - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 24 წლის ბუსა ჟვანიამ 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 22 წლის ლევან თოფაძეს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაპირისპირება თოფაძის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

ლევან თოფაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ადვოკატ გიორგი ანთაძის ინფორმაციით, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ ეტაპზე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ობიექტურად შეუძლებელია მისთვის შეკითხვის დასმა. საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]