weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქრთამის აღების ბრალდებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს

11:08 ორშაბათი, 03 აგვისტო 2020

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხე-ტყის ტრანსპორტირებაზე კონტროლის განხორციელება.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის წარმომავლობის შესანიღბად, ტრანსპორტირებისათვის საჭირო, ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საგუშაგოზე უპრობლემოდ გატარების სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 5 400 ლარი. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ბრალდებული ფულის გამორთმევის დროს დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]