weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული სამედიცინო პერსონალია

14:30 ორშაბათი, 03 აგვისტო 2020

კორონავირუსით ინფიცირებული 56 წლის ქალი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან პირველ აგვისტოს გადმოიყვანეს, სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

გოფოძის ინფორმაციით, ქალი აფხაზეთში მკურნალობდა, მაგრამ იქ სიტუაცია ვეღარ მართეს და პაციენტი ჯერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის კლინიკაში გადმოიყვანეს, შემდეგ კი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

„გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა, მძიმე ხარისხის პნევმონია. მკურნალობის ფონზე, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ამჟამად, პაციენტს არ ესაჭიროება რეანიმაციული ღონისძიებები ან ინტენსიური თერაპია. იმყოფება ჩვეულებრივ პალატაში, საკმარისია მხოლოდ ჟანგბადის მიწოდება, მაგრამ საკმაოდ საყურადღებო პაციენტია იმიტომ, რომ აფხაზეთის ტეროტორიაზე ძალიან მძიმე პნევმონია იყო დაფიქსირებული. მას უტარდება ყველა გამოკვლევა პროტოკოლის მიხედვით და ვფიქრობ, რომ კარგად უნდა იყოს. ჩვენ მზად ვართ ყველას, ვინც აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვა, დავეხმაროთ და ვუმკურნალოთ ისევე როგორც შეშვენის საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა გოფოძემ.

პირველი აგვისტოს მდგომარეობით, აფხაზეთში COVID-19-ის 98 შემთხვევა იყო დადასტურებული, აქედან 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]