weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქცია გაიმართა

14:01 სამშაბათი, 04 აგვისტო 2020

დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართეს და გამოძიების პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვა მოითხოვეს.

დახმარების თხოვნით გარდაცვლილის დედამ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და თქვა, რომ 18 დღეა საქართველოში სამართალს ვერ მიაღწია. ოჯახს საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა.

„მიმაჩნია, რომ ჩემთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან არ ველოდი, რომ ვინმე შეგვხვდებოდა. კელი დეგნანი ადგილზე არ იმყოფება და მითხრეს, რომ ამ ყველაფერს მას გადასცემენ. ავუხსენი ყველა დეტალი - რა ხდება, როგორ ხდება და საერთოდ, ვინ არიან ჩარეულები.

მითხრეს, რომ FBI-ის ჩართვა საქართველოს მთავრობამ უნდა მოითხოვოს. მე ვუპასუხე, რომ თუ უარს იტყვიან FBI-ის ჩართულობაზე, უფლებას ვიტოვებ აქ მოვიდე და შიმშილობა გამოვაცხადო. მგონია, რომ ერთი აგური დავდე სიმართლის დასადგენად“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმის გამოძიების იმედი არ აქვს და ამიტომაც ითხოვს, FBI-ის ჩართვას.

„იმათ ვენდობი, ამათ აღარ ვენდობი. ესენი არიან მსახიობები“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ბაჩალიაშვილების ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადა 2017 წელს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ის აქციაზე მივიდა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ, ისევე როგორც მისი შვილის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დანაშაულია ჩადენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]