ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ „ლაივპრესთან“ განაცხადა, რომ დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კონტაქტურია, გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნება და კვლევები უტარდება.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.