weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში COVID-19-ის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3-ის წყარო უცნობია

11:15 ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ-ცენტრებში 244 პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას ინფორმაციით, 15 ახალი ინფიცირებულიდან 4-ის ინფიცირების წაყარო გაჩიანიის დასახლებაა.

„სამი შემთხვევა შემოტანილია, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთი სამედიცინო პერსონალია, ოთხი ინფიცირებული დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 1197 შემთხვევა დადასტურდა. განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]