weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„გამოიყენეთ თანხა“ სავარაუდოდ დააწერინეს – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

17:20 ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020

დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მის შვილს ჩანაწერი „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, სავარაუდოდ, დააწერინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ პატარა ზომის ფურცელზე ეს ჩანაწერი თამარ ბაჩალიაშვილის მიერაა შესრულებული.

„წერილი, სავარაუდოდ, იმათ დააწერინეს, იმიტომ, რომ ეს ძალიან მზაკვრული გეგმა იყო. ეს ყველაფერი თვეების მანძილზე კეთდებოდა და შესაბამისად, ისიც იყო გამოკვლეული ჩემს შვილს ანგარიშზე ჰქონდა თუ არა თანხა. სავარაუდოდ, დააწერინეს „გამოიყენეთ თანხა“.

ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, ისედაც მიხვდებოდა, რამე რომ შემთხვეოდა, ოჯახი თანხას გამოვიყენებდით. ამას დაწერა რად უნდოდა? ეს სჭირდებოდათ იმისთვის, რომ თვითმკვლელობის ვერსია გამართლებული ყოფილიყო“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი ფულს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზნით აგროვებდა, თუმცა დედისთვის თანხის ოდენობა უცნობი იყო. თეონა თამაზაშვილმა განახადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ აქვს ინფორმაცია, 75 000 ლარი ანაბარზე ერთიანად დაირიცხა, თუ ნაწილ-ნაწილ.

„რასაც შრომობდა აგროვებდა. რაც მუშაობს ალბათ იმ დღიდან აგროვებდა. არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ყოველ წუთს მეკითხა - აბა, რამდენი გაქვს ანაბარზე თანხა. „ზეგ“-ის იმან... მოვიდა და მითხრა, რომ იმხელა სამუშაოს აკეთებდა ჩემი შვილი, რომ... პირიქით, ეს საზღვარგარეთ ათჯერ და ოცჯერ მეტი ღირს, ვიდრე აქ“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ეს კომენტარები გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, შოთაძე დაპირდა, რომ საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ჩაერთვება და ყველა ექსპერტიზაში მიიღებს მონაწილეობას. თეონა თამაზაშვილის თქმით, ირაკლი შოთაძემ მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი ზედმეტად მიიჩნია და თქვა, რომ ყველა ვერსია უნდა გადამოწმდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]