weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

შრომის ინსპექცია თელავის აგრარული ბაზრის 2000 ლარით დაჯარიმებას უარყოფს

18:24 ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020

მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თელავის აგრარული ბაზარი ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა პანდემიის პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ბაზრის დირექტორმა ობიექტის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

აგრარული ბაზარის დაკეტვა დასაქმებულებმა გააპროტესტეს და სამუშაო ადგილზე შესვლა მოითხოვეს. მოვაჭრეებთან მოსალაპარაკებლად ბაზრის დირექტორი მერაბ თურქოშვილი და კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი მივიდნენ. საბოლოო ჯამში, აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა.

ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ შრომის ინსპექციას ობიექტი არ დაუჯარიმებია. იგივეს ამბობს კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლი ირაკლი შიოშვილი. მისი თქმით, აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ გაფრთხილება მიიღო და ბაზარი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით დაკეტა.

„ბაზარში არ სრულდებოდა კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციები. ამ ბოლო დროს მოეშვნენ და მესამე ვიზიტის დროს შრომის ინსპექციამ ადმინისტრაციას გაფრთხილება მისცა. ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილება დირექტორმა დამოუკიდებლად მიიღო, რადგან რეგულაციის დარღვევისას ის ჯარიმდება და არა მოვაჭრეები. ბაზარი მას შემდეგ გაიხსნა, რაც მოვაჭრეებმა დადეს პირობა, რომ ეკეთებათ პირბადეები, ექნებათ სადეზინფექციო საშუალებები. გარდა ამისა, დირექტორს მოსაწესრიგებელი ჰქონდა დეზობარიერები“, - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა „რეგინფოსთან“.

უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა10 000 ლარია, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეები 2000 ლარით ჯარიმდებიან.

COVID-19-თან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ბაზრობებისთვის იხილეთ აქ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]