weather cur horoscope tv
სექტემბერი 19, 2020

აგვისტოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი დადასტურებულ შემთხვევებზე მეტია – ეზუგბაია

11:24 პარასკევი, 07 აგვისტო 2020 hits 261

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, აქედან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა, ხოლო 5 უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ერთი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო დგინდება.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

„240 პაციენტი მკურნალობს კოვიდ-ცენტრებში. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა უკვე 82%-ია, დაიწყო მატება. აგვისტოში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უსწრებს ახალი დადასტურებულების რაოდენობას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 994 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]