ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
„240 პაციენტი მკურნალობს კოვიდ-ცენტრებში. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა უკვე 82%-ია, დაიწყო მატება. აგვისტოში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უსწრებს ახალი დადასტურებულების რაოდენობას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 994 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.