weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

GEM fest-იდან საავადმყოფოში გადაყვანილი 4 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა

10:45 შაბათი, 05 აგვისტო 2017

GEM fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი ექვსი ადამიანიდან ოთხი მართვით სუნთქვაზეა, ორი კი უკვე გაწერეს და პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან. წინასწარი შეფასებით, ახალგაზრდების ჰოსპიტალიზაცია დაუდგენელი ფსიქოაქტიური სუბსტანციით ინტოქსიკაციის გამო გახდა აუცილებელი. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, კრიტიკული მედიცინის ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, რომ ახალგაზრდების ინტოკსიკაციის ზუსტი მიზეზის დასადგენად შესაბამისი უწყებები მუშაობენ.

გუშინ, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში GEM fest-იდან 22 წლის გოგონა გადაიყვანეს, რომელიც გარდაიცვალა.

GEM fest-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შესაბამის ორგანოებთან ერთად მაქსიმალურად ცდილობენ ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკი არ შევიდეს. მათივე ცნობით, საფესტივალო სივრცეში 24/7-ზე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სამი მედპუნქტი მუშაობს.

„უფრთხილდით ბიოს, ის კლავს! შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით - ბიო“, - აცხადებენ GEM fest-ის ორგანიზატორები.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბაქარ ყორშია დააკავეს. მას ბრალი დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინეს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში 14 ივლისს დაიწყო და 14 აგვისტოს დასრულდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]