მათ ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდათ. 23-ე ბატალიონის ექიმის, კაპიტან ირაკლი ქორთუშვილის განცხადებით, დაშავებული სამხედროები ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და დაგეგმილია მათი გერმანიის ქალაქ ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა. კაპრალი გეგა ხარშილაძე კი, ბაგრამის სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გუშინვე გაეწერა და დაკისრებული ამოცანის შესრულებას შეუდგა.
3 აგვისტოს, ავღანეთის ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე 25 წლის ქართველი უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა, სამი სამხედრო კი დაშავდა. დაღუპულ სამხედროს საქართველოში კვირას ჩამოასვენებენ.