weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

წოვათაში მთიდან მოწყვეტილმა ნაშალმა გზის გაწმენდაზე მომუშავე ტრაქტორი დამარხა

11:38 შაბათი, 05 აგვისტო 2017

თუშეთში, წოვათაში, სოფელ წაროსთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდისას მთიდან მოწყვეტილმა ნაშალმა ტრაქტორი დამარხა. ტრაქტორისტმა გადახტომა მოასწრო და გადარჩა. წოვათას სოფლებამდე მისასვლელი გზა ამ დრომდე არ არის გახსნილი.

უკმაყოფილო თუშები ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის და მისი მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით მომდევნო კვირაში ყრილობის მოწვევას აპირებენ.

ყრილობის მოწვევამდე თუშები ორშაბათს, 7 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მისვლას გეგმავენ.

„ერთ კვირაზე მეტია რაც ტრაქტორი მიწაშია ჩამარხული, გზა ისევ ჩაკეტილია და არავინ არაფერს აკეთებს. მართალია წოვათას სოფლები მოსახლეობისგან დაცლილია, მაგრამ ინდურთაში, ეთელთაში და სხვა სოფლებში ზაფხულობით მესაქონლეები რჩებიან ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან ერთად და გზა გვჭირდება.

გარდა ამისა, ივლისი ბოლოს წოვათას დღეობა იყო და ხალხმა ფეხით იარა.

რამდენიმე თვის წინ, თუშებმა პეტიცია რომ შევადგინეთ და მდინარეზე ხიდის აშენება მოვითხოვეთ, კი დაკმაყოფილდა და 60 ათასი ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან, მაგრამ ზაფხული სადაცაა დამთავრდება და ხიდის მშენებლობის პროექტი ჯერ ისევ არ არსებობს.

თითქმის ორი თვეა რაც თუშეთის გზა გაიხსნა და ახმეტის გამგებელი ერთხელაც არ ამოსულა თუშეთში და არ უკითხავს რა გვიჭირს. მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული იყო ორი დღის წინ ამოსული, სხვა დეპუტატებთან და მომღერლებთან ერთად, იქეიფეს და წავიდნენ“, – უთხრეს თუშებმა „მთის ამბებს“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, წოვათამდე მისასვლელი გზა რამდენიმე დღეში გაიხსნება. „ტრაქტორი ისე ჩარჩა ნაშალში, რომ ვეღარც წინ წავა და ვეღარც უკან. კიდევ კარგი ტრაქტორისტი გადარჩა. ლოდი კაბინაში შეუვარდა და ძლივს მოასწრო გადახტომა. უნდა გავგზავნოთ სხვა მძლავრი ტრაქტორი, რომ როგორმე ეს ტრაქტორი გამოვიყვანოთ ნაშალიდან და გზის გაწმენდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.

წოვათას სოფლებია წარო, შავწყალა, მოზართა, ინდურთა, საგირთა, ეთელთა და ნადირთა. აქედან მხოლოდ წაროში, ინდურთასა და საგირთაში ცხოვრობს ზაფხულობით რამდენიმე ადამიანი.

ამავე თემაზე შეგიძლიათ მოისმინოთ პანკისის სათემო რადიოს გადაცემა მე და სახელმწიფო - თუშეთში არსებული პრობლემები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]