weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დაფიქსირდა

12:48 ორშაბათი, 10 აგვისტო 2020

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლენჯერში დაფიქსირდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, 7 ინფიცირებული ადგილობრივია.

„თბილისიდან სტუმრად ჩასული ადამიანისგან მოხდა ინფიცირება. ეპიდემიოლოგებმა 37 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს და აქედან კორონავირუსი 17 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ ადამიანების შესაბამის კლინიკებში გადაყვანა. ხუთი ბრიგადა იმუშავებს ჩაღრმავებულ ეპიდემიოლოგიურ კვლევაზე და თუ რიცხვი გაიზრდება, ალბათ, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული მესტიის ჩაკეტვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ღონისძიებები გატარდება კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით.

 

ამ თემაზე:

მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა – რა შეზღუდვები წესდება COVID-19-ის გამო

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]