weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყაზბეგის სოფელ გარბანში ქმარმა ცოლი მოკლა

03:00 ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001

ყაზბეგის რაიონის სოფელ გარბანში ქმარმა ცოლი მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, კაცმა 33 წლის ქალს ყელი ეჭვიანობის ნიადაგზე გამოჭრა. 

სამართალდამცავებმა ბრალდებული დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

ბოლო პერიოდში ოჯახური ძალადობის და ქალთა მკვლელობის რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა მოხდა.

25 ივლისს, ახალციხეში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქმარმა მეუღლის დედას, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, შემდეგ კი მეუღლეს პისტოლეტის თავის არეში დარტყმით და რამდენიმე გასროლით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

ივნისში ყვარლის რაიონში მამამთილმა რძალი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. 35 წლის ქალი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს.

იმავე თვეში, მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა; ნინოწმინდის რაიონის სოფელ ყაურმაში, 71 წლის მამაკაცმა 69 წლის ცოლი მოკლა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.

სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 21, ხოლო 2015 წელს 16 ქალი მოკლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]