weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ვახტანგ ყიფიანი მოხვდა იმ გაუგებრობაში, სადაც მას თაღლითი ექიმი ეწოდა – ჯანდაცვის მინისტრი

14:32 ორშაბათი, 10 აგვისტო 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კომენტარი გააკეთა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის, ვახტანგ ყიფიანის მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.

„ცალსახად გამოიკვეთა, თუ რამდენი და რა მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო განხორციელდეს საკანონმდებლო ბაზაში და ასევე, რეგულირებისა და პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში იმისთვის, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა იმ გარკვეულ გაუგებრობაში, სადაც მას ეწოდა თაღლითი ექიმის სახელი.

ეს კონკრეტული შემთხვევა საკმაოდ კომპლექსური და რთული შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, მაშინ, როდესაც 20 თვეა აქტიური გამოძიება მიმდინარეობს, მე არ მაქვს უფლება მივიღო კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, იყო ის დამნაშავე თუ არა. აქ საუბარია დანაშაულის სიმძიმეზე და სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა არ არის სათანადოდ მომზადებული, რა თქმა უნდა იკვეთება გარკვეული გადაცდომები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმს, ვახტანგ ყიფიანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურამ მისი და ასევე, საავადმყოფოს დირექტორის, გიორგი ლობჟანიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია 4 აგვისტოს გაავრცელა. საქმე ეხება 2018 წელს ჩატარებულ ოპერაციას, როდესაც, პროკურატურის მტკიცებით, „ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება“.

ვახტანგ ყიფიანს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე (თაღლითობა) და 246-ე მუხლებით (უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა) გათვალისწინებული დანაშაული, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ექიმი დანაშაულს არ აღიარებს. რამდენიმე დღის წინ მან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ „პროცედურის დროს, რამაც ასეთი სამწუხარო შედეგი დააყენა, არ განუხორციელებია არც ერთი მანიპულაცია“. ვახტანგ ყიფიანმა ჯანდაცვის მინისტრს მიმართა თხოვნით, გაეცნოს საქმის დეტალებს და რეაგირება მოახდინოს.

„მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, – მიმართავს ეკატერინე ტიკარაძეს ბრალდებული ექიმი.

ვახტანგ ყიფიანის გარდა საქმეზე ბრალდებულები არიან თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავა. საავადმყოფოს ადმინისტრაცია ექიმებს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ პროკურატურის არგუმენტები „აბსურდულია და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]