weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეს არ არის ის შესაძლო პიკი, რომელსაც შემოდგომაზე ველოდებით – ჯანდაცვის მინისტრი

17:04 ორშაბათი, 10 აგვისტო 2020

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ხასიათდება გარკვეული რიცხოვნობის ზრდით. ეს არ გახლავთ ის შესაძლო პიკი, რომელსაც ველოდებით შემოდგომაზე და კვლავ ვადასტურებ, რომ როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენც ველოდებით გარკვეულ გამწვავებებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამჟამად მესტიაში ეპიდემიოლოგთა ხუთი ჯგუფი მუშაობს კორონავირუსის აქტიური შემთხვევების გამოსავლენად.

„ადგილზე ხდება საავადმყოფოს მობილიზება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ იქ არსებული ცხელების ცენტრისთვის მიმართვა. ჩვენ ვეცდებით, რომ მოხდეს ოპერატიული ჩართულობა ყველა საჭირო უწყების იმისთვის, რომ მოხდეს ყველა სიმპტომური და არასიმპტომური შესაძლო შემთხვევების დროული გამოვლენა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მესტიაში ინფექციის გავრცელების პირველწყაროდ იქ სტუმრად ჩასული მამაკაცია მიჩნეული. 

„ჩვენ ვეძებთ იმ ინფიცირებული პაციენტების სავარაუდო კონტაქტებს, რომლებიც შესაძლოა იყვნენ სავარაუდო გადამტანები. უკვე მობილიზებულია რუხის საავადმყოფო, სადაც შესაძლებელია მოხდეს ყველა შესაძლო პაციენტის განთავსება. საჭიროების შემთხვევაში  დამატებით რესურსად იქნება გამოყოფილი როგორც აჭარაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ასევე ქუთაისის და თბილისის საავადმყოფოები. თუმცა,

გამომდინარე იქიდან, რომ ქმედებები დაწყებული იყო საკმაოდ დროულად, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ პციენტების ძალიან მაღალი რიცხვი იქნება“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

მისივე თქმით, საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად, სვანეთში საკარანტინო პერიოდი 28 დღე უნდა გაგრძელდეს, თუმცა, ეპიდემიოლოგების დასკვნების შესაბამისად, ის პერიოდი შესაძლოა შემცირდეს კიდეც.

ორი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად, 30 აღებული სინჯიდან COVID-19-ით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა. ამის გამო მუნიციპალიტეტში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები დაწესდა. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიაში მყოფ ტურისტებს საკარანტინო ზონებში გადაიყვანენ, ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს ყველას, ვინც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს.

 

ამ თემაზე:

მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა – რა შეზღუდვები წესდება COVID-19-ის გამო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]