weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კოვიდ-ცენტრებში მყოფი 194 პაციენტიდან 8-ის მდგომარეობა კრიტიკულია – ეზუგბაია

11:35 სამშაბათი, 11 აგვისტო 2020

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 44 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ორი ახალი პაციენტი გაჩიანის დასახლებიდანაა, 9 პაციენტი კი იმ ადამიანებთან კონტაქტის შედეგად დაავადდა, რომელთაც COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.

დარჩენილი სამი შემთხვევა იმპორტირებული, ე.ი. შემოტანილია. მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. აქედან 8 არის კრიტიკული, ისინი მკურნალობენ რეანიმაციულ განყოფილებაში. 14 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინიც შესაბამის განყოფილებებში მკურნალობენ. დანარჩენი პაციენტების უმეტესობის, დაახლოებით 80%-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები შედარებით მცირე რაოდენობით გახლავთ“, განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხებ გამოჯანმრთელებულებს, როგორც ეზუგბაიამ თქვა, 44 პაციენტიდან ნახევარზე მეტს ავღანეთიდან ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეები შეადგენენ.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან, 26 თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსი 1264 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 1054. კორონავირუსის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო ზონებში 7279 ადამიანი იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]