weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რატომ დაუმძიმდა „ტოიოტაში“ მყოფი 6 პირიდან ბრალი მხოლოდ 5-ს – პროკურორის განმარტება

16:25 სამშაბათი, 11 აგვისტო 2020
ფოტოზე - პროკურორი ამირან გულუაშვილი ფოტოზე - პროკურორი ამირან გულუაშვილი

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განმარტა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით რატომ დაუმძიმდა ბრალი „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში მყოფი ექვსი პირიდან მხოლოდ ხუთს.

ხუთ ბრალდებულს – არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს და არასრულწლოვნებს – ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს დღეს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, ბრალი არ დაუმძიმდა ვასილ მახარაძეს, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, ვახტანგ ჩიქოვანის კუთვნილ „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილს მართავდა.

„ოჯახის მოთხოვნა იყო, რომ „ტოიოტა ქამრის“ ექვსივე მგზავრი მიცემულიყო პასუხისგებაში და ეს აბსოლუტურად გასაგები და ბუნებრივი ემოციაა თავდამსხმელების მიმართ. თუმცა, საქართველოს პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ საკანონმდებლო სტანდარტით.

17-ვე პირის მხრიდან, რომელიც ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურებული იყო შესაბამისი დანაშაულის ჩადენა. ამ ეტაპზე მოპოვებული და შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზმა ცხადყო, რომ მხოლოდ 5 პირის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში“, – განაცხადა პროკურორმა.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი მიიჩნევს, რომ საქმე გახსნილია.

„ჩვენ ვსაუბრობდით „ტოიოტა ქამრის“ ექვს მგზავრზე, თუმცა ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ მეექვსე მგზავრთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის მოქმედებები, რომლებსაც უნდა დაედასტურებინა ან გამოერიცხა აღნიშნული პირის ქმედება. საუბარია მძღოლზე. ოჯახს უნდა ერთადერთი რამ, რომ არცერთი პირი, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია დანაშაულის ჩადენაში, არ მიეცეს პასუხისგებაში. ჩვენ გვინდა სიმართლე. ნახეთ ვიდეოფირი, სადაც ჩანს, რომ თავის დროზე მძღოლიც გადმოდის მანქანიდან, თუმცა მისი შემთხვევის ადგილზე მყოფობა განისაზღვრება არაუმეტეს 6 წუთისა. ოჯახის მოსაზრებაა, რომ ამ 6 წუთში ბოლომდე მონაწილეობის მიღება, ბავშვის განზრახ მკვლელობის ჩათვლით, ცოტა რთული ამბავია“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, ოჯახი გამოძიებას ენდობა და მასთან პრეტენზია არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]