weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

12 ახალი შემთხვევა მესტიაში, სრული სურათი დღის ბოლოს გვექნება – გიორგი გახარია

11:49 ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2020

„მესტიაში ვირუსის აფეთქებას, ალბათ, მივუსწარით, თუმცა, სრული სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. როგორც ვიცი, 1000 ტესტია ჩამოტანილი, რომლის პასუხები ჯერ არ ვიცით. ამ 1000 ნიმუშის გარეშე ინფიცირების 14 ახალი შემთხევვა გვაქვს. დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1000 ტესტის შედეგებიც და საბოლოოდ გვექნება სურათი, თუ რა ხდება სვანეთში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

გახარიას თქმით, სწრაფი რეაგირების პირველი ნაბიჯები, რომელთა შორის მესტიაში გადაადგილების შეზღუდვაც დაასახელა, ეფექტურად იყო გადადგმული.

„გვესმის, რომ ეს შეზღუდვები როგორც ადგილობრივ მოსახლებას, ისე იქ სტუმრად ჩასულ ტურისტებს სერიოზულ პრობლემას უქმნის, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ყველაზე მაღალი ფასეულობაა. ვირუსის რისკების ეფექტურად მართვის გარეშე არანაირი ეკონომიკური აღდგენა არ იქნება“, – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, გუშინ სვანეთიდან საკარანტინო ზონებში 919 მოქალაქე გადაიყვანეს. საერთო ჯამში კი კარანტინში 7700 ადამიანი იმყოფება.

„მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო ყველაფერს აკეთებს, აქ უკვე საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეების მართვა იყოს ეფექტური. ეს არის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამიტომ,

შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება მიაქციეთ იმას, როგორ ვმართავთ ამ საკარანტინო სივრცეებს“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობს რამდენიმე რისკის შემცველი მიმართულება, მათ შორის საქართველოში ნაცვალგების პრინციპით შემოსული ტურისტების მხრივ. გახარიას ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში 751-ზე მეტი ტურისტი იმყოფება.

„ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყანას საზღვრები გავუხსენით. დღეის მონაცემებით, ქვეყანაში შემოსულია 1520 განაცხადი და ამ მომენტისთვის 751-ზე მეტი ტურისტი იმყოფება. ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და შტაბმა, შესაბამისად, ამ მიმართულებას ყურადღება მიაქციოს. ბიზნეს-ვიზიტორების რაოდენობა ამ პერიოდის განმავლობაში 4000 ადამიანს ასცდა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეს ადამიანი ახლა საქართველოშია, თუმცა იმისთვის, რომ ეკონომიკა არ გაცივდეს და ბიზნესმიმართულება გავაძლიეროთ ამისთვის ბიზნეს-ვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 278 შემთხვევა დადასტურდა. აქედან განკურნებულია 1058 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]