სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ტრენინგი სამდღიანი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის მიზანია ქართველ, აფხაზ და ოს მონაწილეებში, სამოქალაქო აქტივიზმსა და ადვოკატირებასთან დაკავშირებული კომპეტენციების (ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების) განმტკიცება-განვითარების ხელშეწყობა.
ტრენინგის გავლის შედეგად მონაწილეები:
- გააანალიზებენ გუნდის რაობას, მისი განვითარების სტადიებსა და შესაბამის სირთულეებს;
- სიღრმისეულად გაიაზრებენ დემოკრატიის არსს და სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების როლს;
- გაიაზრებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ინიციატივასთან დაკავშირებულ საკითხებს და აქტიური მოქალაქის მიერ გასავლელ გზას;
- განიხილავენ სამოქალაქო აქტივისტისთვის საჭირო კომპეტენციებს და აქედან გამომდინარე მოახდენენ საკუთარ თვითშფასებას.
- გაიაზრებენ სახელმწიფოს მისიას და მის ხელშემწყობ თუ ხელშემშლელ გარემოებებს;
- ჩაუღრმავდებიან ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიისკენ გარდამავალ პერიოდში არსებულ სირთულეებს;
- მიიღებენ ინფორმაციას სამოქალაქო ჩართულობის სფეროებისა და საფეხურების შესახებ და გაიაზრებენ ამ პროცესში არსებულ სირთულეებსა თუ გამოწვევებს;
- გააანალიზებენ ადვოკატირების რაობას, მიზნებსა და ამოცანებს;
- გაეცნობიან ადვოკატირების ფორმებს და ადვოკატირების პორტფოლიოს წარმატებულ ნიმუშებს.
ტრენიგის სამუშაო ენებია ინგლისური და რუსული.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნოთ ინგლისურ ან რუსულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 2020 წლის 4 სექტემბრის 18 საათამდე.
პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის ifa (Institut für Auslandsbeziehungen), Funding programme zivik –ის მხარდაჭერით.