weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს

14:39 ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენს დრო დასჭირდება და ეს პროცესი დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება.

მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გახარიამ განაცხადა, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ბიუჯეტიდან 45 მილიონამდე ლარი გამოიყოფა.

„რაჭაში საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია გვქონდა. მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად. ასევე, დღეის მდგომარეობით, ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ისე ელექტროენერგია.

თუმცა, კაპიტალური სარემონტო სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ კაპიტალური სამშენებლო სამუშაოებისთვის, საგზაო მიმართულებით გასაკუთრებით, დამატებითი თანხების გამოყოფაზე. რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

29 ივლისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ონის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონის და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად, 12 სოფელი და 2000-ზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა, დაზიანდა 10 ხიდი, წყალმა რამდენიმე ადგილას სამანქანო გზა და ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო. სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალდა შოვი, გლოლა, უწერა, ღები, ჭიორა, ჯინჭვისი, ნაკიეთი და კიდევ რამდენიმე სოფელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]