„ამ ორიდან ერთ-ერთი მესტიაში ცხოვრობს. ამიტომ ტესტირება დღეს დაბა მესტიაში ფართოვდება, ასევე რამდენიმე სოფელში. გუშინ დამთავრდა გუშინწინ აღებული დაახლოებით 975 ნიმუშის გამოკვლევა და იქიდან ორია მხოლოდ დადებითი. ერთის მხრივ, ეს პროგნოზულად უფრო კეთილსაიმედოა, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძელვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გუშინდელი მონაცემებით, ლენჯერის თემს კორონავირუსის 30 შემთხვევა უკავშირდებოდა.
10 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეუძლიათ, ხოლო ყველას, ვინც მესტიას დატოვებს, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ამასთან, კარანტინში გადაჰყავთ მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი ტურისტები.
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პირველ წყაროდ სოფელ ლენჯერში სტუმრად ჩასული მამაკაცია მიჩნეული.