გარდაცვლილი ქალი ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის მიხეილ უნგიაძის მეუღლე – შორენა მეგრელიშვილი, ხოლო ბავშვი მათი შვილია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 7-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტომობილის მძღოლი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.