შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველი იანვრიდან 31 მაისამდე პერიოდში პოლიციამ გაუპატიურების მუხლით გამოძიება 33 ფაქტზე დაიწყო. აქედან, ამ პერიოდში, დანაშაულის 9 შემთხვევა გახსნეს.