weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6-ის წყარო ლენჯერს უკავშირდება – ეზუგბაია

11:53 პარასკევი, 14 აგვისტო 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 17 პაციენტი კი განიკურნა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტს, ლენჯერის თემს უკავშირდება.

„კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან ექვსის წყარო ლენჯერს უკავშირდება, 11 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია და ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდანაა, ხოლო სამის წყარო ჯერ უცნობია და კონტაქტებისა და წყაროს გამოსავლენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის სულ 1306 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1085 ინფიცირებული უკვე განკურნებულია.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 334.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]